ეკვადორის პრეზიდენტმა საპროტესტო აქციების ფონზე, სამთავრობა შენობა სხვა ქალაქში გადაიტანა

ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ სამთავრობო შენობა დედაქალაქ კიტოდან ქალაქ გუიაქიკლში გადაიტანა. ამის შესახებ მან სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. ინფორმაციას BBC News-ი ავრცელებს.

ლენინ მორენომ ეს გადაწყვეტილება მასობრივ საპროტესტო აქციებთან და არეულობებთან დაკავშირებით მიიღო, რომელშიც ადგილობრივი მოქალაქეები მონაწილეობენ.

ლენინ მორენომ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და ეკვადორის ყოფილი პრეზიდენტი რაფაელ კორეა, რომელიც ახლახანს კარაკასს ეწვია, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნასა და გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.

მისივე თქმით, ყაჩაღობა, ვანდალიზმი და ძალადობა მოწმობს იმას, რომ ეს ორგანიზებული პოლიტიკური ქმედების  შედეგია და  და ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკურ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ უკავშირდება, რასაც საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

პოლიტიკური მოძრაობის პრესსამსახურმა, რომელსაც ამჟამად კორეა ხელმძღვანელობს, ეს ბრალდებები უარყო.

მას შემდეგ, რაც მთავრობამ საწვავზე სახელმწიფო სუბსიდიები გააუქმა და ოქტომბრის დასაწყისიდან ფასები გაორმაგდა, ქვეყანაში პროტესტი დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად