ეკონომიკურმა საბჭომ რკინიგზის მოდერნიზაციის ახალ პროექტზე იმსჯელა

ეკონომიკურმა საბჭომ რკინიგზის მოდერნიზაციის განახლებული პროექტის დეტალები განიხილა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტი ზესტაფონი–ხაშურის მონაკვეთზე გამტარუნარიანობის ზრდას ითვალისწინებს.

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ განმარტა, ახალი პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის ამაღლებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...