ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება, – კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა.
“ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.