გერმანიის მმართველი კოალიცია, რამდენიმე-კვირიანი კამათის შემდეგ, ეკონომიკის სტიმულირებისთვის ოთხი წლის განმავლობაში მოგების გადასახადის 32 მილიარდი ევროთი შემცირებაზე შეთანხმდა. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გერმანიის ეკონომიკა მეორე კვარტალში სტაგნაციას განიცდიდა და ზამთრის რეცესიიდან აღდგინის ნიშნები არ ჰქონდა.

მთავრობის პროექტის თანახმად, პირველ წელს, 4 ტრილიონი დოლარის ეკონომიკაში, სტიმულირების პაკეტი პირველ წელს 2.6 მილიარდი ევროს დეფიციტს გამოიწვევს ცენტრალური მთავრობის საგადასახადო შემოსავლებში, 2.5 მილიარდ ევროს - ფედერალური მიწებისთვის, ხოლო 1.9 მილიარდი ევროს - მუნიციპალიტეტებისთვის.

სამთავრობო დოკუმენტის თანახმად, სუბსიდიები მომავალ წელს 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდება და 67.1 მილიარდი ევრო გახდება. ამ სუბსიდიების თითქმის ორი მესამედი მწვანე ტრანსფორმაციის დასაფინანსებლად დაიხარჯება.

ახალი კანონი კომპანიებს სტიმულს აძლევს კლიმატისთვის სასარგებლო ინვესტიციები განახორციელონ, რაც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს კვლევისთვის და ზარალის ანაზღაურების საშუალებას იძლევა.