ეკონომიკის სამინისტროს შენობის ყიდვის სურვილი რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა

ეკონომიკის სამინისტროს შენობის მიმდინარე აუქციონის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარემ, ეკატერინე სისაურმა ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, შენობის მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალია.

“აღნიშნულ ქონებასთან მიმართებაში დაინტერესება საკმაოდ მაღალია. სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში უკვე ოფიციალურად დაფიქსირდა რამდენიმე კომპანიის განაცხადი. შეგახსენებთ, რომ ძირითადი საინვესტიციო ვალდებულებაა მყიდველის მიერ 3 წლის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ გამოცხადებული აუქციონი სრულდება ა/წ 26 ივნისს და დარჩენილი ორი დღის ვადაში ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ”, – განაცხადა ეკატერინე სისაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად