ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ნათია თურნავა დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ნათია თურნავა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია "აიბიზნესს" სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

ნათია თურნავა თანამდებობაზე ჩაანაცვლებს გიორგი ჩიქოვანს, რომელიც მინისტრის მოადგილის პოსტზე ენერგეტიკულ მიმართულებას კურირებდა. ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ კახა ბენდუქიძის მინისტრობის პერიოდშიც მუშაობდა.

ნათია თურნავა 2013 წლიდან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...