ეკონომიკის მინისტრი: ქედს ვიხრი ბიზნესმენების წინაშე, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან

NULL

იმისათვის რომ ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, კერძო სექტორის სტიმულირება უნდა მოხდეს და არავითარ შემთხვევაში ბიუროკრატია არ უნდა გაიზარდოს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ტელეკომპანიას GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.

“მე, როგორც ეკონომიკის მინისტრი ამ ბიუროკრატიის გაზრდას ვეწინააღმდეგები და ხელს ვუწყობ კერძო სექტორში სამუშაო ადგილების გაჩენას.

იმისთვის, რომ კერძო სექტორში სამუშაო ადგილები გაჩნდეს, ქვეყანაში საჭიროა სტაბილურობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯვის თანაბარზომიერობა და კაპიტალური დანახარჯებისთვის გამოყოფილი თანხები.

2015 წელი უპრეცენდენტოდ კარგი წელი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების ხარჯვასთან მიმართებაში, რაც ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. თქვენ იცით, რომ ჩვენი შიდა პროდუქტის პრაქტიკულად მესამედი სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის.

სამუშაო ადგილი უნდა შექმნას კერძო ბიზნესმა და მე ქედს ვიხრი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ახერხებენ ბიზნესის შექმნას, განავითაროს და სხვა ადამიანს ხელფასი გადაუხადოს. თუმცა, სახელმწიფომ სამუშაო ადგილები არ უნდა შექმნას.

ყველა ის მასტიმულირებელი პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მიმართულია იქითკენ, რომ კერძო სექტორმა სამუშაო ადგილები შექმნას”, – განაცხადა ქუმსიშვილმა 2030-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...