ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ამერიკელ, ფრანგ და ინდოელ მეცნიერებს გადაეცათ

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ამერიკელი, ფრანგი და ინდოელი მეცნიერები გახდნენ. კერძოდ, ჯილდო გადაეცა აბჰიჯიტ ბანერჯის, საფრანგეთის წარმომადგენელს ესტერ დიუფლოსა დ ამერიკელ ეკონომისტს მაიკლ კრემერს.

აბჰიჯიტ ბანერჯი კალკუტაში დაიბადა, შემდეგ კი საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა. ის ამჟამად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორია.

ესტერ დუფლო 1990-იან წლებში, სანამ ეკონომიკის დარგში მუშაობას დაიწყებდა, რამდენიმე თვე მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც პედაგოგად მუშაობდა. ის ისტორიის შესახებ სამეცნიერო ნაშრომისთვის მასალებს ამზადებდა.

ესტერ დუფლო ისტორიაში მეორე ქალია, რომელსაც ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია გადაეცა (2009 წელს, პრემია ამერიკელ ელინორ ოსტრომს მიენიჭა). გარდა ამისა, 46 წლის დუფლო ყველაზე ახალგაზრდა ეკონომისტია, რომელსაც ნობელის პრემია გადასცეს.

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის თანახმად, ლაურეატებმა გლობალური სიღარიბის დაძლევის მიზნით ახალი მიდგომა წარმოადგინეს. იგი ნაწილობრივ გლობალური პრობლემის მოგვარებას გულისხმობს, რადგან ინდივიდუალური საკითხების მოგვარებას საბოლოოდ საერთო პრობლემის მოგვარებამდე მივყავართ.

ეკონომიკის დარგში პრიზი თავად ნობელის მიერ არ დაარსებულა, არამედ პრიზი შვედეთის ბანკმა 1969 წელს დააფუძნა. პრიზის ზომა იგივეა, რაც სხვა დარგში ნობელის პრემიის დროს.

წელს, თანხა 9 მილიონი შვედური კრონია (900 ათას აშშ დოლარზე მეტი). ფულადი ჯილდო ყველა ლაურეატს შორის თანაბრად გაიყოფა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად