ეკომიგრანტმა ოჯახებმა სამინისტროს თანადაფინანსებით სახლები შეიძინეს

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის პროგრამის „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში 10 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდება. რეგისტრაციის პროცედურა იუსტიციის სახლში გაიმართა.

“პროგრამის ბიჯეტი 2 800 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 100-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. მიმდინარე წელს საცხოვრებელი ჯამში შეიძიან 24–მა ეკომიგრანტმა ოჯახმა, 8 ოჯახს კი მიღებული აქვს თანხმობა”, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე დაესწრნენ. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, მას შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 466-მა ოჯახმა შეიძინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად