ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ინოვაციური და აღიარებულია საზღვარგარეთ – “გურიელი” დაჯილდოვდა

"ეკოლოგიურად სუფთა, ინოვაციური პროდუქტი, აღიარებული საზღვარგარეთ" – ამ ნომინაციით დაჯილდოვდა შპს "გეოპლანტი" და ჩაი "გურიელი". 

ქართული ბრენდი "გურიელი" "ჯორჯიან ტაიმსის ყოველწლიურ ბიზნესდაჯილდოვებაში მონაწილეობდა, სადაც სხვა არაერთი კომპანიაც იყო წარმოდგნილი. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია "გეოპლანტი" ძირითადად მუშაობს „გურიელის“, როგორც ქოლგა ბრენდის განვითარებაზე, რომელიც ასოცირებულია საქართველოსთან და ქართულ ტრადიციებთან, ხარისხთან, ეკოლოგიურ სისუფთავესთან და ამავდროულად სიახლესთან. მომხმარებლის ნდობა და ლოიალურობა ამ ბრენდის მიმართ მაღალია. 
 
შ.პ.ს. „გეოპლანტი“1996 წელს დაარსდა და წარმოადგენს საქართველოს უმსხვილეს ჩაის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც ფლობს საკუთარ ჩაის პლანტაციებს (საერთო ფართობით 1 095 ჰექტარი)  დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში, და სამ პირველადი გადამუშავების ფაბრიკას ოზურგეთში, ზუგდიდსა და კულიშკარში.  
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად