“ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი ფიგურა შევარდნაძე იყო, სააკაშვილმა კი კულმინაციაში აიყვანა”

КГБ-ს დროიდან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტები, ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი ეკლსიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, დღეს ეკლესიაში მათ ჩანერგილი პირები არიან, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა, საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი ანდრიაძემ “ტვპირველთან” განაცხადა.

“რაც შეეხება კადრებს, ეს ყველამ იცის სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი რა ჩანაწერებსაც აკეთებდა, მეუფე სერაფიმეს შესახებ ეს კადრები, ანუ ჩანაწერები გაჟღერებულია. ასე რომ სავსებით ლოგიკურია ველოდოთ იმ ჯიპებში, რომელიც დაურიგა სააკაშვილმა ვითომ კეთილი სურვილით ეპისკოპოსებს ჩამონტაჟებული კამერებისა და ჩანაწერების გამოქვეყნებას.

შეიძლება მასალა არ ჰქონდათ, მაგრამ პროვოკაციის მოწყობა და სპექტაკლის დადგმა ძალიან მარტივია თანამედროვე ტექნოლოგიებით. იგივე განხორციელდა მეუფე სერაფიმეზე. ეს იყო წინასწარ დადგმული და გათვლილი სპექტაკლი. ასე რომ, ამ ძალებისგან ყველაფერი შეიძლება იყოს მოსალოდნელი.

ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არ დაუწყია სააკაშვილს, ეს ყველაფერი მისმა გამზრდელმა, ედუარდ შევარდნაძემ ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაიწყო .

თუ ვინმე არის და აღმოჩნდება, ჩემთვის ეს ნამდვილად არ არის ცნობილი, თუ მეუფე პეტრესთვის და მის ჯგუფისთვის ცნობილია, უნდა დაასახელონ ეს პირები

არსებობს იქ მამათმავალი თუ დიდ ზნეობრივ ცოდვაში მყოფი სასულიერო პირები. ყველანი ესენი არიან კომუნისტების დროიდან მოყოლებული, КГБ-ს დროიდან მოყოლებული შევარდნაძის და სააკაშვილის ჩანერგილი პირები. რომელთა მიზანია ეკლესიის დისკრედიტაცია.

ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არის უამრავი  მასალა არსებობს КГБ-ს დროიდან, ამის უამრავი მასალა არსებობს და “ფეისბუქიც” აჭრელებულია. შევარდნაძე იყო ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი ფიგურა და სააკაშვილმა ეს კულმინაციაში აიყვანა.

ეკლესიის დისკრედიტაციისთვის იქ იყვნენ შეგზავნილი პირები, რომლებსაც ევალებოდათ თავისი ცხოვრების წესით სახელი გაეტეხათ ეკლესიისთვის.

ძალიან საინტერესოა რატო არ ასახელებს არ მეუფე პეტრე და არ მამა ანდრია(სარია) ამ ხალხს” – გაანაცხადა გიორგი ანდრიაძემ. .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად