A1 ბანერი

ეკატერნიბურგში, გრანდ სლემის პიტველ დღეს ოქროს მედლებს ვერ შევწვდით (ვიდეო)

ეკატერინბურგში დღეს ტატამზე 60-66კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ასპარეზობდნენ

60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ (N59) ყირგიზ დოოლოტბეკ ტაალაიბეკ უულუს (N386) მესამე წუთის დასაწყისში ვაზარი აუღო და მაშინვე, პარტერიდან გამოსვლა არ აცადა მას, მტკივნეულზე დაიჭირა და დანებება აიძულა. მეორე შეხვედრაში, რუს ალბერტ ოგუზოვთან (N9), თემური მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და ბოლო წუთის მიმდინარეობისას მეტოქეს ორი შიდოც ჰქონდა უკვე მიღებული, როცა მან იჩქარა, მოუმზადებლად ,იეჭრა მას და ვაზარზე დავარდა. დარჩენილ დროში ოგუზოვმა არ მისცა ნოზაძეს მიახლოების საშუალება და გაიმარჯვა.

ლუხუმ ჩხვიმიანთან (N11) შეხვედრაში ტაჯიკმა დალერ კურბონჯონოვმა (ურეიტინგო) მესამე წუთის მიწურს მე-3 შიდო მიიღო. შემდეგ შეხვედრაში ბრაზილიელ პელიმთან (N21), ლუხუმ ჩხვიმიანმა მეორე წუთზე აღებული ვაზარი ბოლომდე შეინარჩუნა და პულის ფინალში რუს ისლამ იუშუევს შეხვდა. უილეთო შეხვედრაში, ოქროს დროის დასწყისში მიღებული მესამე შიდოთი ლუხუმ ჩხვიმიანი დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც უილეთო შეხვედრის ოქროს დროში, მისმა მეტოქემ, რუსმა სახავარ გაჯიევმა (N80), მასზე ადრე მიიღო მე-3 შიდო. ბრინჯაოს მედლისთვის ლუხუმ ჩხვიმიანი ნიდერლანდელ თორნიკე ჭკადუასთან (N15) იჭიდავებს.

66კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილს (N42) გუშინ კენჭისყრამ მეტოქედ ტაჯიკი დავლატალი ნაზარალიევი (ურეიტინგო) არგუნა. დღეს იგი შეჯიბრებიდან მოიხსნა და ბაგრატ ნინიაშვილი უბრძოლველად გავიდა შემდეგ წრეში. მისი მეტოქე მერვედფინალში, რუსი არამ გრიგორიანი (ნ27) იყო.

ბაგრატ ნინიაშვილმა მასთან მეოთხე წუთის ამოწურვამდე 41 წამით ადრე გაიმარჯვა იპონით. პულის ფინალში ნინიაშვილმა ფრანგი დანიელ ჟანი (N65) ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში რუს ისა ისაევს (N130) დაუპირისპირდა. უილეთო შეხვედრაში, ოქროს დროის მეორე წუთზე მიღებული მე-3 სიდოთი ბაგრატ ნინიაშვილი დამარცხდა და ის ბრინჯაოს მედლისთვის იაპონელ ტარჰ ფუჯისაკასთან (N98) იჭიდავებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...