ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მედიატორთა რეესტრის შემადგენლობა დაამტკიცეს. მოხდა კომისიის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებაც და გეგმაში შემავალი სხვადასხვა საკითხების განხილვა. საუბარი შეეხო შრომის კანონმდებლობის რეფორმასაც.

„დამტკიცდა შრომითი დავების მედიატორთა სია და რეესტრი, რომელიც უკვე უახლოეს მომავალში მინისტრის ბრძანებით გამოიცემა და იქნება ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე, რაზეც დღეს მსჯელობა გვქონდა ეს არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის ცვლილება. ჩვენ ვიმსჯელეთ შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ოფისიდან დასავლეთის ანუ ბუდაპეშტის ოფისში გადასვლაზე.
სოციალური პარტნიორების მხრიდან დაფიქსირდა თანხმობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული აღნიშნული ინიციატივა იყოს გაზიარებული და მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირება. რა თქმა უნდა ვიმსჯელეთ შრომის კანონმდებლობაზე და იმ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც დღეს პარლამენტში არის, ეს არის შრომის ინსპექციის კანონი და შრომის კოდექსი“, – აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები, დამსაქმებელთა ასოციაციები და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად