ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტში  15 ნოემბერს მოუსმენენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.

პარლამენტის ბიურომ დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიმართვა განიხილა „მინისტრის საათის“ განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ.

დადგენილი გრაფიკის  თანახმად, „მინისტრის საათი“ მიმდინარე კვირის ხუთშაბათს უნდა გამართულიყო, თუმცა, ბიუროს წევრების თანხმობით ერთი კვირით გადაიწია და 15 ნოემბერს ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად