ეკატერინე ტიკარაძე: ვიმედოვნებთ, გაზაფხული-ზაფხულში ძირითადი მასა აიცრება, რაც გავლენას იქონიებს ეპიდემიის გავრცელების შემცირებაზე

ვიმედოვნებთ, გაზაფხული-ზაფხულში ძირითადი მასა აიცრება, რაც გავლენას იქონიებს ეპიდემიის გავრცელების შემცირებაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“პროცესს ვაგრძელებთ უწყვეტად. მნიშვნელოვანი იყო ვაქცინის პირველი ნაკადის მიღება და ასევე ის, რომ საქართველომ მოახერხა და ყველაზე რთული ცივი ჯაჭვის დაკმაყოფილება შეძლო. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ყველა ის ვაქცინები, რომლებიც შემდგომში მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს და უსაფრთხოების გარანტი იქნება ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ჩვენ შევძლებთ, რომ ყველა ეს ვაქცინა მივიღოთ. იცით, რომ მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკება “ასტრა ზენეკასთან” მიმართებაში, რომელიც მარტის დასაწყისში უნდა ჩამოვიდეს და სავარაუდო დოზა 300 000-დან 400 000-მდე იქნება.

პროცესი გაგრძელდება და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გვიანი გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში, მოვახდენთ იმ ძირითადი მასის მოსახლეობის აცრას, რომელიც შემდგომში იქონიებს ძალიან დიდ გავლენას ეპიდემიის გავრცელების შემცირებაზე,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...