ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაციის პროცესში პირველ ადგილზე იდგა კლინიკების გამოცდილება

“დავესესხები ბატონ თენგიზ ცერცვაძეს და ვიტყვი, რომ ეს უნდა იყოს პანდემიის დასასრულის დასაწყისი და ეს პროცესი იწყება საქართველოშიც”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინტე ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“თებერვლის მეორე ნახევარში უკვე ადგილზე ველოდებით ფაიზერის ვაქცინას. რისთვისაც საკმაოდ დიდი შრომაა ჩადებული ჯანდაცვის სექტორის მხრიდან და დღეს რამდენიმე ლოკაცია მოვინახულეთ თუ რამდენად მზად არის ტექნიკურად, რომლებიც პირველი ეტაპისთვის არის შერჩეული.

იცით, რომ 15 კლინიკა შეირჩა პირველ ეტაპზე – 10 სარეზერვო და ხუთი კლინიკა, სადაც ვაქცინაცია წარიმართება. პირადად ვიყავი დღეს ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც დიდი გამოცდილების მქონე საავადმყოფოა. ვაქცინაციის პირველი პროცესი რა თქმა უნდა ინფექციურ საავადმყოფოში დაიწყება.

საჭირო იყო გაგვეთვალისწინებინა რეგიონის მიხედვით საჭიროებები და შესაბამისად ავარჩიეთ თბილისი ქუთაისი და ბათუმი. ასევე მნიშვნელოვანი იყო შესაფერისი ინფრასტრუქტურა, რათა სწორი ნაკადების მართვა მომხდარიყო. პირველ ადგილზე იდგა კლინიკების გამოცდილება, რათა გართულების შემთხვევაში შესაძლებლობა გვქონდეს პაციენტებს მივაწოდოთ ყველა ის საჭირო სერვისი, რომელიც მათ შეიძლება დასჭირდეთ”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...