ეკატერინე ტიკარაძე: თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ამის შესახებ ეკატრერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

მინისტრის თქმით, ახლა ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მას აქვს.

„თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, რადგან ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად