ეკატერინე ტიკარაძე: შესაძლებლობა გვექნება უსაფრთხოების გარანტიის მიღების შემდეგ სხვა ვაქცინებიც მივიღოთ

საქართველომ მოახერხა და ყველაზე რთული ცივი ჯაჭვის დაკმაყოფილება შეძლო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს შესაძლებლობას იძლევა სხვა ვაქცინებიც მიიღოს საქართველომ შესაბამისი სერტიფიკატის და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ.

“პროცესს ვაგრძელებთ უწყვეტად. მნიშვნელოვანი იყო ვაქცინის პირველი ნაკადის მიღება და ასევე ის, რომ საქართველომ მოახერხა და ყველაზე რთული ცივი ჯაჭვის დაკმაყოფილება შეძლო. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ყველა ის ვაქცინები, რომლებიც შემდგომში მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს და უსაფრთხოების გარანტი იქნება ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ჩვენ შევძლებთ, რომ ყველა ეს ვაქცინა მივიღოთ. იცით, რომ მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკება “ასტრა ზენეკასთან” მიმართებაში, რომელიც მარტის დასაწყისში უნდა ჩამოვიდეს და სავარაუდო დოზა 300 000-დან 400 000-მდე იქნება.

პროცესი გაგრძელდება და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გვიანი გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში, მოვახდენთ იმ ძირითადი მასის მოსახლეობის აცრას, რომელიც შემდგომში იქონიებს ძალიან დიდ გავლენას ეპიდემიის გავრცელების შემცირებაზე,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...