ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო 2 “მწვანე პასპორტითაც” განსაკუთრებული ქვეყანაა

საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ 2 “მწვანე პასპორტით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

“საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ 2 “მწვანე პასპორტით”, უვადო პასპორტი – ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან.

ჩვენ ვართ ქართველები და არა მგონია ვინმეს ეს უკვირდეს, ჩვენ ყველას გაგვაჩნია ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში საკმაოდ მძიმე კოვიდსტატისტიკაა და სიკვდილიანობის შესამცირებლად ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა.

კომენტარები
იტვირთება...