ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფოში ტესტირების დეფიციტის საფრთხე არ უნდა შეიქმნას

ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს 12 000 PSR ტესტი, 4 000 ერთეული PSR სწრაფი ტესტი და 2 000 სწრაფი ტესტი”-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს 12 000 PSR ტესტი, 4 000 ერთეული PSR სწრაფი ტესტი და 2 000 სწრაფი ტესტი, ხოლო დამატებით, გზაშია 18 000 PSR ტესტი, 20 000 დაჩქარებული PSR ტესტი და 52 000 სწრაფი ტესტი, რომელიც საქართველოს ლაბორატორიებისთვის უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.

” გარდა ამისა, დადებულია ხელშეკრულებები და პროდუქციის ტრანსპორტირებას უკვე ველოდებით. ეს არის 84 000 PSR ტესტი, 24 000 დაჩქარებული PSR ტესტი და 200 000 სწრაფი ტესტი. გარდა ამისა, დამატებით ვმუშაობთ სხვადასხვა ხელშეკრულებებზე და ვთვლით, რომ სახელმწიფოში ტესტირების დეფიციტის არანაირი საფრთხე და რისკი არ უნდა შეიქმნას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად