ეკატერინე ტიკარაძე: როცა ინფიცირების მაჩვენებელი 3%-ს ჩამოსცდება, ტრანსპორტის გამოყენებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ როდესაც ინფიცირების რიცხვი 3%-ს ჩამოსცდება მაშინ არის შესაძლებელი ეკონომიკის გახსნის სხვადასხვა ეტაპზე საუბარი. მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაც.

მინისტრმა ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა კითხვზე, – რა ნიშნულს უნდა ჩამოსცდეს ინფიცირების მაჩვენებელი პროცენტულად, რომ ჯანდაცვის უწყებამ და პირადად მან მხარი დაუჭიროს ამ შეზღუდვის მოხსნას.

“ჩვენ თვალს ვადევნებთ, როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი 3%-ზე დაბალი იქნება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ გახსნის სხვადასხვა ეტაპზე და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებაზე”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად