ეკატერინე ტიკარაძე: პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრი განიცდის ექიმების უსაფრხოებას, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა

პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრი განიცდის ექიმების უსაფრხოებას, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“როდესაც მე ხშირად მახსენებენ, რომ თურმე ექიმები გვყავს ასაცრელი, მინდა გაითვალისწინოთ, რომ პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრი განიცდის მისი ექიმების კეთილდღეობას და ექიმების უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩემი პასუხისმგებლობაა, რასაც ძალიან კარგად ვგრძნობ, ვათვითცნობიერებ და შესაბამისად არ გავურბივარ”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...