ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძეს დახურულ ფორმატში შეხვდება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 16 საათზე პარლამენტში მივა და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს დახურულ კარს მიღმა შევხდება.
აღნიშნული ინფორმაცია “აიპრესს” პარლამენტის კომიტეტში დაუდასტურეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რა საკითხების განხილვა მოხდება აღნიშნულ შეხვედრაზე.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის თემა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი იქნება. თუმცა, როგორც “აიპრესს” განუმარტეს, შეხვედრის დეტალების შესახებ ეკატერინე ტიკარაძე განცხადებას თავად გააკეთებს.

შეხვედრა დახურულ ფორმატში 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტში მინისტრ ტიკარაძის მოსვლას დიდი ხანია ითხოვენ, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრები. ეკატერინე ტიკარაძემ მათი მოთხოვნა ივნისის დასაწყისში არ დააკმაყოფილა და წერილის საფუძველზე, აცნობა, რომ პარლამენტში ივნისის ბოლო კვირაში მივიდიოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად