ეკატერინე ტიკარაძე: პარლამენტში აუცილებლად მივალ საქმიანი ვიზიტით და არა პოლიტიკური შოუსთვის

მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტში არ მისვლით რეგლამენტი არ დაურღვევია.

” პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ…

მე არამხოლოდ როგორც მინისტრი, არამედ როგორც მოქალაქე ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი, აქედან გამომდინარე გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და შესაბამისად ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა “ტიკარაძემ კანონი სამჯერ დაარღვია და პარლამენტში არ მოვიდა, რაც შაპიტოს ცირკის გამოვლინებაა”

შეგახსნებთ: პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის ფრომატში ეკა ტიკარაძე ფრაქციამ დამოუკიდებელი დეპუტატები” დაიბარა ჯანდაცვის მინისტრმა “დამოუკიდებელ დეპუტატებს” პარლამენტში მისვალზე უარის წერილი გაუგზავნა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად