ეკატერინე ტიკარაძე ოპოზიციას: ხელს ნუ შეუწყობთ ვირუსის გავრცელებას – ნუ გამოიყენებთ ექიმების გმირობას ბოროტად

„მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას და ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს ჩართულია პოლიტიკურ პროცესში, მინდა ვთხოვო, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“სოციალური დისტანცირება რჩება ვირუსთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტურ იარაღად. შესაბამისად, ყველა ამ მოწოდების დარღვევა ძალიან დიდი რისკის მატარებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი გმირი ექმებისთვის, რომლებიც დღემდე იბრძვიან და დარმწუნებული ვარ, ბოლო მომენტამდე იბრძოლებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ნუ გამოვიყენებთ მათ გმირობას, კეთილგანწყობას და ერის მიმართ სიყვარულს ბოროტად.

კვლავ ძალიან მნიშვნელოვნად რჩება საზოგადოების გონიერება, რომელიც მათ გამოიჩინეს გაზაფხულზე. დღეს ეს გონიერება მეტად უფრო კრიტიკული და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორისთვის, არამედ თითოეული ჩვენი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად