ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ის აუცილებლად აიცრე კორონავირუსზე და ამბობს, რომ ზუსტად იცის რა ხარისხის და სანდოობის ვაქცინაციაა.
“რა თქმა უნდა ავიცრები და მე ავიცრები იმ კატეგორიაში, რომელშიც ვაქცინაციის საჭიროება მექნება. მე არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით. პირველი, ვთვლი, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეა ეს და იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ვიცი რა ხარისხის და რა სანდოობის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში და აუცილებლად ავიცრები ამ ვაქცინით”, – განაცხადა ეკატერინე ტიკრაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.