ეკატერინე ტიკარაძე: მე არ მიმაჩნია, რომ არ გამომდის საქმე – წასვლას არ ვაპირებ

“წასვლას არ ვაპირებ. მე არ მიმაჩნია, რომ არ გამომდის საქმე. ვთვლი, რომ ვაკეთებ ყველა საჭირო ქმედებას იმისთვის, რომ ქვეყანაში წარმატებულად წარიმართოს კოვიდპანდემიასთან მიმართებაში ყველა ქმედება. მიმაჩნია, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ჯანდაცვის სისტემას სჭირდება ის რეფორმები, რომელიც მე მაქვს დაგეგმილი.” – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა.

“წასვლას არ ვაპირებ. მე არ მიმაჩნია, რომ არ გამომდის საქმე. ვთვლი, რომ ვაკეთებ ყველა საჭირო ქმედებას იმისთვის, რომ ქვეყანაში წარმატებულად წარიმართოს კოვიდპანდემიასთან მიმართებაში ყველა ქმედება. მიმაჩნია, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ჯანდაცვის სისტემას სჭირდება ის რეფორმები, რომელიც მე მაქვს დაგეგმილი.

ჯანდაცვაში წარმატების ფორმულა სხვადასხვა ფაქტორით იზომება და იზომება კომპლექსურად. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ტრაგიკული, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელს, მაგრამ ჯანდაცვის ორგანიზაციები ლეტალობას ზომავენ პროცენტებში და საქართველოს მაჩვენებელი, დღესდღეობით, არის 0.90-მდე, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ლეტალობის კუთხით. ეს ვერ გახდება გაზომვის საგანი, თუ რამდენად წარმატებით ვუმკლავდებით ჩვენ კოვიდპანდემიას.

რაც შეეხება სხვა ქმედებებს, საწოლფონდის მობილიზაცია, ექიმების გადამზადება, ყველა აღჭურვილობის მობილიზაცია და ყველა ის ღონისძიებები, რომელიც ინფექციის გავრცელებას შეუშლის ხელს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განხორციელდეს და ამ მიმართულებით ყველაფერი წინ არის,”-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად