ეკატერინე ტიკარაძე: “ლელოს” გადასაწყვეტი არ იქნება ის, გადადგება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე

ჩემი გადადგომის საჭიროებას ვერ ვხედავ… გარდა იმისა, რომ პანდემიას ვმართავ, რეფორმებიც მაქვს დაგეგმილი – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, “ლელომ” მოითხოვა თქვენი გადადგომა და რა შემთხვევაში შეიძლება გადადგეს ეკატერინე ტიკარაძე დაკავებული თანამდებობიდან? – ჯანდაცვის მინისტრი ასე პასუხობს:

“ამის საჭიროებას დღესდღეობით ვერ ვხედავ. მე გარდა იმისა, რომ ვმართავ პანდემიას, ასევე არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ დაგეგმილი მაქვს არაერთი რეფორმის განხორციელება. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად, ძალიან წარმატებულად განვახორციელებ და ვთვლი, რომ “ლელოს” გადასაწყვეტი ნამდვილად არ იქნება ის, გადადგება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...