ეკატერინე ტიკარაძე: ხვალ გახდება ცნობილი რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება

მაქსიმალურად ვეცდებით ჩვენმა მოქალაქეებმა შესაბამისად აღნიშნონ ახალი წელი. ხვალ ალბათ პრემიერი გაგაცნობთ რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება და რომელი რიცხვიდან იქნება დაწესებული. – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სხვა სფეროს წარმომადგენლებთან. გვაქვს ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომელსაც ექსპერტები და ეპიდემიოლოგები სთავაზობენ თავის მხრივ მთავრობას.
დავაკვირდებით კლების პროცენტს და ორკვირიანი პერიოდის შეფასების შემდეგ, შეიძლება შემოვიღოთ მეტად გამკაცრებული სქემა ან პირიქით, შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მეტად მოქნილ გრაფიკზე გადაყვანას. ხვალ გავაცნობთ მოსახლეობას, თუ რა ტიპის შეზღუდვები და რომელი რიცხვიდან იქნება დაწესებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად