ეკატერინე ტიკარაძე: ინფექციურის საკითხი აუცილებლად გადაწყდება

“განცხადებას მე და ბატონი თენგიზი გავაკეთებთ ერთად, ცოტა მოგვიანებით“-ამის შესახებ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის შენობის გადაცემის საკითხი აუცილებლად გადაწყდება:

“საზოგადოებისთვის ცნობილია სახელმწიფო ჰოსპიტალების, მათი მოცულობებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართ ჩემი დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ინფექციურის საკითხი აუცილებლად გადაწყდება. თუ როგორ გადაწყდება, ამას საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გადაწყდება თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის გადაცემა წლის ბოლომდე, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა:

“ამის შესახებ განცხადებას მე და ბატონი თენგიზი გავაკეთებთ ერთად, ცოტა მოგვიანებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შესახებ, ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა” ინფექციური საავადმყოფოს შენობა ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩვენ იქ მდგმურები ვართ. ეს შენობა ეკუთვნის კერძო კომპანიას, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე, რაც ჩვენ არაერთგზის ვითხოვეთ.”

მთავრობის ადმინისტრაციაში კი ამასთანავე აცხადებენ: “პრემიერის დაპირება აუცილებლად შესრულდება, ინფექციურის პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად