ეკატერინე ტიკარაძე: გთხოვთ, „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია განახორციელეთ 24 ივლისის 12:00 საათამდე

„დღეს უკვე განახლდება „ფაიზერის“ რეგისტრაცია მეორე დოზებზე. მათ 37 კლინიკაში ექნებათ საშუალება 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. იცით, რომ „ფაიზერის“ ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

“მოგმართავთ თხოვნით, რომ „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისის 12:00 საათამდე. სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე, თუმცა აქ რა თქმა უნდა, მოქალაქეებს ვაძლევთ მოქნილობას და მათ ამ ჯავშნის მიღების შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა, შეცვალონ თარიღი და კლინიკა, შედარებით მოგვიანებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები
იტვირთება...