ეკატერინე ტიკარაძე გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველს, გიორგი ფხაკაძეს ონალიან ფორმატში შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველს, გიორგი ფხაკაძეს შეხვდა. შეხვედრა ონალიან ფორმატში გაიმართა.

მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეაფასეს რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. საუაბარი შეეხო, ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების მობილიზებას.

გიორგი ფხაკაძის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
„ჯანდაცვის მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძეს საერთაშორისო გამოცდილება გავუზიარე. საუბარი შეეხო ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების მობილიზების საკითხს. ვფიქრობ , ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად