ეკატერინე ტიკარაძე: დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა პირველადი ჯანდაცვის სექტორში

დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა პირველადი ჯანდაცვის სექტორში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“იცით, რომ დავამატეთ რამდენიმე მიმღები ზარის ობიექტი ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე და გაუმჯობესდა პაციენტებზე მონიტორინგი, არ ვგულისხმობ ხარისხობრივ მონიტორინგს, არამედ რაოდენობრივ მონიტორინგს, ვინაიდან სწორად ნაწილდება უბნის ექიმებზე პაციენტების რაოდენობა.

შესაბამისად, მათი ჩართულობა მეტად გააქტიურებულია. გუშინდელი დღის მანძილზე ჩვენ ვმართეთ 3 446 საქმე, აქედან პრობლემური 340, რომელიც კოვიდ ინფიცირებულების ჯანმრთელობას ეხებოდა და კონკრეტულად ჩვენთან დაკონტრაქტებული ოჯახის ექიმების მხრიდან ნაწარმოები იქნა 749 საქმე”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად