ეკატერინე ტიკარაძე: დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ფაიზერი იქნება ზაფხულში

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა ზაფხულში იქნება.

მან ასე უპასუხა “მოქამაქეების” წევრის და პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევანის იოსელიანის კითხვას იმაზე, რომ მოსახლეობას აინტერესებს როდის იქნება ფაიზერი საქართველში.

აღნიშნულ კითხვასთან დაკავშირებით ტიკარაძე ასე პასუხობს:

“არსებობს გაუთქმელობის ხელშეკრულება, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ფაიზერი იქნება ზაფხულში”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას დეპუტატებმა შეკითხვები მინისტრის საათის ფორმატში დაუსვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...