ეკატერინე ტიკარაძე: COVID19-ის მეორე ტალღა შემოდგომის დასაწყისშია მოსალოდნელი, მომზადებულები უნდა ვიყოთ

” მეორე ტალღა, რომელსაც ვაანონსებდით ადრე, მოსალოდნელია უკვე შემოდგომის დაწყების პერიოდში”-ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ POST TV-ს ეთერში განაცხადა, სადაც ახალი კორონავირუსის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღა, შემოდგომის დასაწყისშია მოსალოდნელი. სწორედ ამიტომ, საზოგადოება და ჯანდაცვის სექტორი მომზადებული უნდა იყოს:

” ვირუსი არის სეზონური. ეს მეტყველებს იმ ფაქტზე რომ შემდეგი, მეორე ტალღა, რომელსაც ვაანონსებდით ადრე, მოსალოდნელია უკვე შემოდგომის დაწყების პერიოდში, რისთვისაც მომზადებულები უნდა ვიყოთ სათანადოდ, როგორც საზოგადოება თავის მხრივ იმ უნარჩვევების შეთავსებით, მკვეთრად და მკაფიოდ აღსრულებით, ასევე ჯანდაცვის სექტორი, იმისთვის რომ პირველი შედეგი არ იყოს შემდეგ უკვე არაფრის მასწავლებელი. მეორე შედეგი ჩვენ გვაქვს სურვილი იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე პირველი წარმატებული შედეგები”-ამბობს ტიკარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად