ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ არ ვთლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვთლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს”-ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის დაწყების გადავადება დაგეგმილი არ არის, თუმცა, მოსწავლეები უნდა მოვამზადოთ იმისათვის, რომ მომავლშიც კოვიდ19-ის არსებობის პარალელურად, განათლების მიღება შეძლონ.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვთლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს, თუმცა როგორც სხვა ქვეყნები, ვემზადებით იმისთვის, რომ ჩვენ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდ 19-თან ცხოვრება და შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად სწავლის გაგრძელება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად