ეკატერინე ტიკარაძე: ბოლო პერიოდში შიმშილობის ეპიდემია მივიღეთ, რაც დაუშვებელი იყო

გავრცელებული ინფორმაცია, რომ MRI-ს აპარატი გამოსულია მწყობრიდან არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს გორში განუცხადა, სადაც გორის ჰოსპიტალის მდგომარეობას გაეცნო.

მისი თქმით, ჰოსპიტალი ყველა საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზით არის აღჭურვილი.

“გორის ჰოსპიტალი არის სრულად აღჭურვილი იმ მატერიალურ ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ MRI-ს აპარატი გამოსულია მწყობრიდან არ შეესაბამება სიმართლეს. ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული აფდეითი და პაციენტს მიეწოდება ყველა ის სერვისი – შეუფერხებლად”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილს მე-18 დაწესებულებაში ყველა ის საჭირო სამედიცინო მომსახურეობა ეწეოდა, რაც მის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა.

“ბოლო პერუოდში მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია ნამდვილად დაუშვებელი იყო და იმის მიუხედავად, რომ ყველა მოშიმშილისთვის მიგვექცია ყურადღება, ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობს მდგომარეობა გაუარესდა. ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გადმოყვანილი იყოს გორის ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწევა ყველა საჭირო ღონისძიებები. მან დადო პირობა, რომ შეწყვეტს შიმშილობას და შეწყდება შიმშილობები”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილისთვის განსაკუთრებული უსაფრთხოებით აღჭურვილი მკურნალობა მოეწყო, ხოლო ექიმები, ვინც მას მკურნალობდნენ, მეთვალყურეობას გააგრძელებენ გორის ჰოსპიტალში.

კომენტარები
იტვირთება...