ეკატერინე ტიკარაძე ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“ ესტუმრა

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“, ასევე დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრა.  ეკატერინე ტიკარაძემ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სამინისტრო განაგრძობს მათთვის ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფაზე ზრუნვას. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„აქ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები. მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ადგილი გვენახა და ამ ბავშვების მდგომარეობას გავცნობოდით. ჩვენ მივულოცეთ მათ ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე და ნამდვილად ვართ კმაყოფილები იმ  პირობებით რომელიც აქ დაგვხვდა. ბავშვთა სოფლის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს ნამდვილად საუკეთესო პირობებს აქ მცხოვრები ბავშვებისთვის. სახელმწიფოსთვის რა თქმა უნდა პრიორიტეტად რჩება ბავშვთა სიღარიბის დაძლევა და მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება. ჩვენ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ იმისათვის,  რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს ბავშვებისთვის ყველა საჭირო ის პირობა, რომელიც მათ ნორმალურ განვითარებას ესაჭიროება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელებისათვის სერვისის მიწოდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად