ეკატერინე ტიკარაძე: არანაირი რისკი, რომ Pfizer-ი გაფუჭდეს, არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის გაფუჭების რისკი ქვეყანაში არ არსებობს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„არანაირი რისკი იმის, რომ Pfizer-ი გაფუჭდეს, არ არსებობს. Pfizer-ს ნოემბერში არ გასდის ვადა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

კომენტარები
იტვირთება...