ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კოვაქს პლატფორმას უჩივლოს

საქართთველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კოვაქს პლატფორმას უჩივლოს. აღნიშნული განცხადება მან “რუსთავი 2”-თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

“ამ სტატიის საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა კოვაქს პლატფორმას და მოვთხოვეთ პასუხი იმაზე ტუ რატომ გასცეს “ინტერპრესნიუსს” მსგავსი პასუხი, ვინაიდან ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კოვაქს პლატფორმასთან – 18 სექტემბრიდან, არ ყოფილა მსგავსი გადაცდომა, რომ ჩვენ რაიმე შეცდომა დავუშვით ან პასუხი დროულად არ გავეცით.

კოვაქს პლატფორმა ერთხელ უკვე მოხვდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ უჩივლა. ჩვენ ამ ეტაპზე ველოდებით განმარტებებს, რომ ეს უარყონ”, – აღნიშნა ტიკარაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა საქართველო აღმოჩნდეს, ვინც უჩივლა კოვაქს პლატფორმას? – ტიკარაძე ასე პასუხობს:

“იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის რეპუტაციულ რისკებზე საუბარი მე ამასაც არ გამოვრიცხავ”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...