ეკატერინე ტიკარაძე 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალებაზე: ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით გაეცემა პასუხი ყველა კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისი პირადი დავალებით, 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გუშინ, რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მივუსამძიმრებ თეკლა თორდიას ოჯახს, მთელ საქართველოს. ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა. ამას ჯანდაცვის სამინისტროში ვერ დავტოვებდით ყურადღების გარეშე. გუშინ, მყისიერად, ჩემი დავალებით, რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა. ისინი გააკეთებენ განცხადებას, როგორც კი გარკვეული დასკვნები იქნება გაკეთებული, თუ რა ხარვეზების გამო მოხდა მსგავსი ლეტალური შედეგის დადგომა. ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით გეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის. ეს კითხვები პასუხგაცემული პირველ რიგში მესაჭიროება მე, იმისათვის, რომ აღარ გამეორდეს მსგავსი შემთხვევები”,  – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად