ეკატერინე ტიკარაძე: 17 წლის ჩათვლით ბავშვები კომპენსაციას 1-დან 15 სექტემბრამდე მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაცით 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი დახმარებას 1 სექტებრიდან 15 სექტემბრამდე მიიღებს. სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა თუ რა დოკუმენტები იქნება წარსადგენი უწყებისთვის, რაც შემდეგ კვირას გახდება ცნობილი.

„ჩვენი გადაწყვეტილებით 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ კომპენსაციას, კონკრეტულ დოკუმენტებზე ჯანდაცვის სამინისიტროს დაწყებული აქვს მუშაობა და ჩემი მოადგილე დეტალურად გააცნობს ამას საზოგადოებას თუ რა დოკუმენტების წარდგენა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ბავშვებმა ეს კომპენსაცია მიიღონ.

რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ვფიქრობთ რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს საჭირო დროს თანხების ანაზღაურება.

შემდეგ კვირაში ჩვენ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას და კომპენსაციის ანაზღაურება მოხდება 1 სექტემრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად