ეკატერინე გორგოძემ როლან გაროსის პირველ საკვალიფიკაციო შეხვედრაში გაიმარჯვა

მალე საფრანგეთის ღია პირველობის ძირითადი ტურნირის შეხვედრები დაიწყება, მანამდე კი პარიზში საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარეობს.

დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე (153) ასპარეზობს.

პირველ შეხვედრაში გორგოძემ ჩინელი ია-ინ ლუ (186)  3 სეტში (6:4; 2:6; 6:2) დაამარცხა. მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე უკრაინელი კატერინა ზავაცკა (205) იქნება.

თუ უკრაინელის ბარიერსაც დაძლევს, ძირითად ბადეში მოსახვერდრად ეკატერინე გორგოძეს კიდევ ერთი შეხვედრის მოგება დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...