ეკა უბერი: გამოცდილებამ აჩვენა, რომ ლოქდაუნი ეფექტურია და მკვეთრად ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს

ამის შესახებ პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ეკა უბერიმ ტვ „პირველის” ეთერში ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია და გამოცდილებამაც გვაჩვენა, რომ საკმაოდ ეფექტურია ლოქდაუნი და მკვეთრად ამცირებს ვირუსის გავრცელების არა მხოლოდ რისკებს, არამედ სიხშირეს. რაც შეეხება ბავშვებს ისევ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც თან ახლავს სხვა ქრონიკული დაავადება რაც საბედნიეროდ იშვიათია. აქედან გამომდინარე ბავშვები პირველ რიგში გარშემომყოფებისთვის უფრო მეტ საფრთxეს წარმოადგენენ, ვიდრე საკუთარი თავისთვის”, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად