ეკა ტიკარაძე: თეკლა თორდია რატომ არ დატოვეს საავადმყოფოში, ამ საკითხს რეგულირების სააგენტო სწავლობს

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თეკლა თორდიას საქმეს, მისი ისტორიის პირველი დღიდან დაწყებული, რეგულირების სააგენტო სწავლობს. ამოღებულია ყველა ვიდეო და აუდიო ჩანაწერი.

მინისტრის თქმით, ამოღებულია ყველა დოკუმენტაცია და რეგულირების სააგენტო საგანგებო ბრიფინგს მოაწყობს.

შეგახსენებთ, კოვიდინფიცირებულ 19 წლის თეკლა თორდიას შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. მშობლების თქმით, მისი გარდაცვალება გამოიწვია იმან,  რომ ჰოსპიტალიზება დროულად არ მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად