ეკა მიშველაძე რურუას: შენ ბუკვალურადაც მოგიწია იქ ბრძოლა, ისე შენც კარგად ჩხუბობ, კარგად იქნევ ხელებს

“დნმ რომ ამიღეს, შემდეგ ის გააგზავნეს იარაღთან ერთად, თუმცა ჩემი ანაბეჭდი არ აღმოჩნდა იარაღზე, რაც იმას მოწმობს, რომ ეს იარაღი არ იყო არც ჩემი, არც სხვისი, ეს იარაღი იყო გაწმენდილი, როგორც აღმოჩნდა და არანაირი კვალი ანაბეჭდის არ იყო. მხოლოდ სამი პოლიციელის ჩვენება იყო, არც გადაღება არ მოხდა. არც ჩხრეკა მომხდარა”, – ამის შესახებ ტვ მთავარის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რურუმ ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს განუცხადა.

ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი რურუას საქმეში იმდენი დარღვევა იყო, რომ ის ძალიან რეზონანსული გახდა და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ქვეშ მოექცა.

“მე მოლოდინი მქონდა როგორც ჩემი ქვეყნის შიგნით, ისე ჩემი ქვეყნის გარეთ იმათი მხრიდან, ვისაც ნორმალურ, ცივილურ და განვითარებულ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. მე ვფიქრობ, რომ ჩემი დაკავება იყო დაშინების აქტი მოსახლეობის, ბიზნესმენების, ახალგაზრდების მიმართ, მაგრამ ამან საპირისპირო ეფექტი გამოიწვია, ასეა როდესაც იდეისთვის იბრძვი.

ეკა მიშველაძე: გაგაძლიერათ  თუ არა ისე ამ ბრძოლამ? ბრძოლაა ხომ ეს ერთგვარი, თან იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ შენ ბუკვალურადაც მოგიწია იქ ბრძოლა, ისე შენც კარგად ჩხუბობ, კარგად იქნევ ხელებს, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

“დიდი მადლობა, ეკა, შენი და ბუკას, ასევე ტვ პირველის ყურადღებას სულ ვგრძნობდი, ჩემი დამოკიდებულება თქვენი ოჯახის მიმართ კი იცით” – ასე მიმართა გიორგი რურუამ ეკა მიშველაძეს, რომელიც ტვ პირველზე გადაცემა “საჯარო პოლიტიკის” წამყვანია.

“წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე ციხეში. რატომ – არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა და ყველასთვის ნათელია – ნიშნისმოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ და ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს და ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

საქართველოს პრეზდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  “მთავარ არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი (ჟორიკა) რურუა შეიწყალა. გიორგი რურუამ გლდანის N8 ციხე უკვე დატოვა.

2020 წლის 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა ბრალდებული გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნობისთვის, შსს-მ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორჟიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ასევე, გიორგი რურუს წინააღმდეგ დავა სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლითაც მიმიდინარებსა, რაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა, განაცხადა, რომ გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. თუმცა, ის იარაღი რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა რეგისტრირებული არ იყო.

თუმცა, გიორგი რურუამ სასამართლო დარბაზში განაცხადა როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...