ეკა მიშველაძე ხაზარაძეს: ელისაშვილსაც მიუტევებთ, რაც იმ ავადსახსენებელ ეთერში გააკეთა?

თუ გინდა ვინმეს დისკრედიტაცია, ისეთი რამ უნდა დააბრალო მას, რომ ჩააგდო თავის მართლების სიტუაციაში, ეს არის კაკბეშნიკური მეთოდი” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ჩვენ პოლიტიკაში არ მოვსულვართ რაღაცის მოსალაპარაკებლად, ჩვენ პოლიტიკაში არ მოვსულვართ, რომ იმუნიტეტი ავიღოთ რადგან ჩვენს წინააღმდეგ სასამართლო პროცესია დაწყებული. ჩვენ მოვედით ძალიან გულწრფელად და მოვედით ძალიან დიდი ხნით, ჩვენ გვსურს ჩვენი გამოცდილება მოვახმაროთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვიცით, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველზე.

 

მისი თქმით,”ლელოს” ამოცანაა ქართულ პოლიტიკაში დაამკვიდროს ახალი სტანდარტი ურთიერთობების და დებატების.

“ჩვენთვის ყველაზე მთავარია, დავუბრუნოთ ადამიანებს ნდობა პოლიტიკის მიმართ. უამრავმა ტყუილმა და ცრუ დაპირებამ ადამიანებს დააკარგვინა ბოლო იმედი. ადამიანებს ჰგონია რომ მაინც არაფერი ეშველებათ. ჩვენ რასაც ვიტყვით, იმას შევასრულებთ. ჩვენ ვართ მიმტევებლები, სიტყვის შემსრულებლები.

ეკა მიშველაძე : ალეკო ელისაშვილსაც მიუტევებთ იმას, რაც გააკეთა იმ ავადსახსენებელ ეთერში?

მამუკა ხაზარაძე: მიტევებით მივუტევებ ყველას. მე მინდა ბოდიში მოვუხადო მაყურებელს, ავღელდი და წამოვხტი სკამიდან, მე რომ გამოვედი იმ სტუდიიდან, მივუტევე ყველას.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მიუტევებს, მაგრამ პარტნიორობას არ გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად