ეკა მიშველაძე: ჯაჭვური რეაქციაა ხოლმე და შესაძლოა მერე რიგში იყოს “ტვ პირველი”

ეს განცხადება მეოთხე პრეზიდენტის ყოფილმა პრესსპიკერმა, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ მედიის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში განაცხადა.

“ძირითადად ჯაჭვური რეაქციაა ხოლმე და შესაძლოა მერე რიგში იყოს თქვენი ტელევიზია. ღმერთმა გაშოროთ ასეთი რამე, თუმცა ცოტა ხნის წინ მე მახსოვს როცა თქვენ პრობლემები გქონდათ ამ არხზე, რომელიც შემდეგ თქვენი გამარჯვებით დასრულდა. არავინ არ იცის, არჩევნები მოდის და ძალიან დიდია ის სურვილი, რომ გამარჯვება კიდევ ერთხელ მოიპოვოს “ქართულმა ოცნებამ”, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად