ეკა მიშველაძე გუბაზ სანიკიძეს: როდის იყავით გულწრფელი, როცა სააკაშვილს ქურდს ეძახდით თუ ახლა?

რამდენიმე წლის წინ ამბობდით, რომ სააკაშვილი არის ქურდი, მას აქვს ქურდული წილი და რომ მისი ხელისუფლება არის ანტიქარრთული… როდის იყავით გულწრფელი, მაშინ თუ ახლა? – ამ კითხვით მიმართა “ტვ პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკის” წამყვანმა ეკა მიშველაძემ პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძეს, რომელიც ასე პასუხობს:

“ჩემი გადაწყვეტილება, რასაც პოლიტიკა ჰქვია, ეს არის ჩემი ქვეყნის ბედ-იღბალი. იმიტომ, რომ დავიჩემებ ერთ რამეს, ყველაზე უფროსი ვარ ამ საქმეში. ქართული პოლიტიკური სპექტრი რაც უნდა აიღოთ, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მხცოვანი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდიც არ ვარ. ჩემი ქმედებები ყოველთვის განისაზღვრებოდა საქართველოს ინტერესებთან დაახლოებით.

მე ყოველთვის ვიყავი გულწრფელი და სიმართლის მხარეზე. რამდენად გამომდის, ეს ცალკე თემაა. ჩემთვის მთავარი ინტერესი არის საქართველოს ინტერესი. დღეს მთავარი საფრთხე საქართველოსთვის პერსონალურად ბიძინა ივანიშვილია. სააკაშვილის გარეშე ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი წარმოუდგენელია და ამის გამო ვაკეთებ ამ არჩევანს. ამასთანავე, როცა ამ ხელისუფლებების შედარებას ვაკეთებ, ცა და დედამიწასავით არის განსხვავება სააკაშვილის ხელისუფლების სასარგებლოდ”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

იქამდე კი სანიკიძემ თქვა: სააკაშვილის მიმართ სიმპატიებს არ ვმალავ, ბევრ საკითხში თანამოაზრეები ვართ 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად