ეკა მიშველაძე გიორგი ბარამიძეს: როცა ჟურნალისტების ცემაზე ვსაუბრობდი, ყოველთვის მახსოვს 2007 წლის “იმედი”

როცა ჟურნალისტების ცემაზე ვსაუბრობდი, ყოველთვის მახსოვს 2007 წლის “იმედი”, – ასე მიმართა “ტვ პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკის” წამყვანმა ეკა მიშველაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ბარამიძეს.

იქამდე ბარამიძემ “ქართული ოცნების” მისამართით თქვა:

“შეიძლება ისე გადარიონ ხალხი, რომ მართლა მოიგოს “ნაციონალურმა მოძრაობამ” 50%+1 ხმით. იმიტომ, რომ უკვე ეს ღალატი ჩაიდინა “ოცნებამ” რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით წამოიწყეს. თუ იმასაც გაიხსენებენ, რომ საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს, საერთოდ წაილეკებიან”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ, რაზეც მიშველაძე ასე პასუხობს:

“არ ვიცი, როგორ გაბრაზდებიან “ქართულ ოცნებაზე”, მაგრამ ვიცი, რომ “ნაციონალურ მოძრაობაზეც” არანაკლებ არიან გაბრაზებულები. ჟურნალისტების ცემაზე როდესაც ვლაპარაკობდი, ყოველთვის მახსოვდა “იმედი”. რაც მოხდა მაშინ “იმედში”. შესაბამისად, ვისზე უფრო მეტად არიან გაბრაზებულები, ეს არ ვიცი”, – მიმართა ეკა მიშველაძემ გიორგი ბარამიძეს, რომელიც ასე პასუხობს:

“ცუდი კი არ უნდა გაიმეორო. იმ ცუდზე ყველამ თქვა, რომ ცუდიაო, მათ შორის ნაციონალურმა მოძრაობამაც და ბოდიშიც მოიხადა და კომპენსაციაც გადაუხადა “იმედს”. უკვე მაშინვე ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ის კი არ უნდა გაიმეორო და კი არ უნდა გაათმაგო. ახლა ჩვენ დავით გარეჯის ტერიტორიის დათმობაზე ვლაპარაკობთ და ეს თანაზმოადი არ არის. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ნამდვილი ღალატი”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად